პლატფორმის გამოყენების წესები და პირობებიშპს „ონლაინ კლინიკა “ (შემდგომში კომპანია/ჩვენ) არის საქართველოს კანონმდებლობის თანახმად რეგისტრირებული იურიდიული პირი.
საიდენტიფიკაციო ნომერი: 402039398
იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, დიდუბის რაიონი, წყალტუბოს ქუჩა, კორპუსი 3, ბინა 58
შესავალი და ტერმინოლოგიაშპს ონლაინ კლინიკა არის თანამედროვე ადამიანის ყველაზე მოსახერხებელი სივრცე ინტერნეტში, რომელიც ფუნქციონირებს ერთი ფანჯრის პრინციპით, რაც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას ერთ სივრცეში მიიღოს სანდო ინფორმაცია სამედიცინო სერვისების შესახებ, უმოკლეს ვადაში. კომპანიის მთავარი მისიაა ხელმისაწვდომი გახადოს მომხმარებლებისათვის კვალიფიციურ და პროფესიონალ ექიმებთან კონტაქტი, რათა უკეთ შეძლონ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
პლატფორმის/ვებ-გვერდის გამოყენების წესები და პირობები წარმოადგენს შეთანხმებას (კონტრაქტს, ხელშეკრულებას) თქვენსა და შპს ონლაინ კლინიკას შორის.
ტერმინოლოგიაამ დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინოლოგიას აქვს შემდეგი განმარტება:
პლატფორმა - შპს ონლაინ კლინიკის მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც მოიცავს ვებ-გვერდსა (_____________________) რომლის საშუალებითაც ხდება მომხმარებლის მიერ მომსახურების მიღება.
მომსახურების მიმწოდებელი - შპს ონლაინ კლინიკა და მასში დასაქმებული ფიზიკური პირი, მათ შორის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის მქონე პირი.
მოქმედი კანონმდებლობა - საქართველოში მოქმედი კანონები, ბრძანებები, ბრძანებულებები, რეგულაციები და სხვა ნორმატიული აქტები, რომლებიც არეგულირებს სამედიცინო საქმიანობას, პერსონალური მონაცემების დაცვას, ფიზიკური და იურიდიული პირის ფინანსურ ანგარიშგებას და ნებისმიერი სხვა იურიდიული ძალის დოკუმენტი, რომელიც შეიძლება ეხებოდეს პროცესებს პლატფორმის გამოყენებისას.
მომსახურების საფასური - ონლაინ კლინიკის მიერ პლატფორმაზე დადგენილი მომსახურების ფასები.
წერილობითი ხელშეკრულება, ნებართვა, შეთანხმება - მოიაზრება როგორც ქაღალდმატარებელი, ასევე, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიღებული დადასტურება (მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: ელექტრონული ფოსტა, პლატფორმაზე დოკუმენტის მონიშვნა)
პერსონალური მონაცემები - პერსონალური მონაცემი (შემდგომ − მონაცემი) − ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით.
განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები - განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი − მონაცემი, რომელიც უკავშირდება ფიზიკური პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას, სქესობრივ ცხოვრებას, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს სისხლის სამართლის პროცესში, მსჯავრდებას, ნასამართლობას, განრიდებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანაშაულის მსხვერპლად ცნობას, პატიმრობას და მის მიმართ სასჯელის აღსრულებას, აგრეთვე ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს, რომლებიც ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით მუშავდება.
ონლაინ-კავშირი - აუდიო ან ვიდეოზარის საშუალებით კონსულტაციის გაწევა.
ონლაინ გადახდა - ბარათის მფლობელის მიერ პლატფორმაზე განთავსებული სერვისების უნაღდო ანგარიშსწორებით შესყიდვა.
ინფორმაცია პლატფორმის შესახებონლაინ კლინიკის პლატფორმა გთავაზობთ და გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ პლატფორმაზე შეთავაზებული სამედიცინო სერვისები. ჩვენ გაძლევთ არჩევის საშუალებას და არ ვარჩევთ თქვენს მაგივრად. თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ თქვენს შესახებ სამედიცინო ინფორმაცია შეიძლება მოხვდეს ჩვენს პლატფორმაზე. ეს ინფორმაცია წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და დაცული იქნება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ონლაინ კლინიკას აქვს უფლება, გამოიყენოს აღნიშნული ინფორმაცია, სამედიცინო საქმიანობის ფარგლებში დოკუმენტაციის და სტატისტიკური ფორმების წარმოებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სტატისტიკური ანალიზისათვის და კვლევებისათვის.
თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ თქვენს შესახებ სამედიცინო ინფორმაცია შეიძლება მოხვდეს ჩვენს პლატფორმაზე. ეს ინფორმაცია წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და დაცული იქნება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ონლაინ კლინიკას აქვს უფლება, გამოიყენოს აღნიშნული ინფორმაცია, სამედიცინო საქმიანობის ფარგლებში დოკუმენტაციის და სტატისტიკური ფორმების წარმოებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სტატისტიკური ანალიზისათვის და კვლევებისათვის.
სერვისების ტიპებიონლაინ კლინიკის საშულებით თქვენ შეიძლება მიიღოთ განსხვავებული ტიპის სერვისები. ეს შეიძლება იყოს ვიდეო ან აუდიო კონსულტაცია - ონლაინ კონტაქტი შპს ონლაინ კლინიკაში დასაქმებულ ექიმებთან, თავად მომხამარებელს შეუძლია აარჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი შპს ონლაინ კლინიკის პლატფორმაზე.
პაკეტის შესაძენად და მომსახურების შესაძენად მომხმარებელმა უნდა გაიაროს შემდეგი ეტაპები:
  • გაიაროს რეგისტრაცია შეავსოს ყველა სავალდებულო ველი და გაეცნოს მომხმარებლის წესებს და პირობებს.
  • შეარჩიოს თქვენთვის სასურველი პაკეტი, ონლაინ კლინიკა სთავაზობს მომხმარებელს სხვადასხვა პაკეტს
  • გაიაროს ავტორიზაცია, რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გაიაროს ავტორიზაცია. რის შედეგად ავტორიზებულ მომხმარებელს აქვს წვდომა პირად კაბინეტთან და საშუალება მიიღოს ექიმის კონსულტაცია ონლაინ რეჟიმში
  • სამედიცინო ინფორმაციის სისწორეზე, რომელსაც თქვენ აწვდით ონლაინ კლინიკის ექიმს პასუხისმგებელი ხართ თქვენ, ინფორმაციის არასწორად მიწოდების ან დაფარვის შემთხვევაში ონლაინ კლინიკის ექიმს აქვს პასუხისმგებლობა მკურნალობის შედეგებზე და გაცემული რეკომენდაციის მართებულობაზე.
    ონლაინ კავშირი მომსახურების მიმწოდებლთან შეიძლება განხორციელდეს აუდიო ან ვიდეო ზარის მეშვეობით.
    წინამდებარე ხელშეკრულებაზე დათანხმებით თქვენ აღიარებთ და ეთანხმებით, რომ ონლაინ კავშირის მეშვეობით შეიძლება ვერ მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია და რჩევა, შესაძლებელია, ექიმმს გირჩიოთ ვიზიტის განხორციელება.
    ვიდეო ზარის შემთხვევაში თქვენ გექნებათ ექიმთან ვიდეო და აუდიო კონტაქტი, შეგეძლებათ წინასწარ აუტვირთოთ მას თქვენი გამოკვლევის შედეგები. ვიდეო კავშირი აუდიო კავშირზე მეტ საშუალებას აძლევს მომსახურების მიმწოდებელს, შეაფასოს თქვენი მდგომარეობა და მოგცეთ რჩევა, თუმცა ამ შემთხვევაშიც რჩება შესაძლებლობა, რომ ექიმმა საჭიროდ ჩათვალოს სრულფასოვანი ობიექტური გასინჯვის ჩატარება, რაც მხოლოდ ვიზიტის დროსაა განხორციელებადი.
    დოკუმენტაცია
    კონსულტაციის ბარათივიდეო კონსულტაციის და ვიზიტის შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებლი აწარმოებს თქვენს სამედიცინო ისტორიას და გაწვდით კონსულტაციის ჩანაწერის ასლს.ამასთან ერთად გაცნობებთ, რომ შპს ონლაინ კილინიკის მიერ ხორციელდება ონლაინ კონსულტაციის ჩაწერა, აღნიშნული ჩანაწერი ინახება შპს ონლაინ კლინიკაში საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის მოთხოვნების შესაბამისად (კონსულტაციის ჩაწერის მიზანს წარმოადგენს მომხმარებლის უსაფრთხოება). აღნიშნულთან დაკავშირებით მომხმარებელი ინფორმირებულია და გაცნობიერებულია აქვს, რომ მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდება აღნიშნული წესით და აცხადებს ინფორმირებულ თანხმობას.
    ფორმა 100ამომსახურების მიმწოდებელს ვიდეო კონსულტაციის და ვიზიტის დროს შეუძლია გასცეს ფორმა 100ა, რომელსაც ონლაინ კლინიკა დაამოწმებს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.(ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს No 338/ნ ბრძანების პირველი დანართის (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესი) მე-2 მუხლის თანახმად: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემაზე უფლებამოსილია ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულება (ორგანიზაციულ–სამართლებრივი და საკუთრების ფორმის მიუხედავად), და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე სერტიფიცირებული ექიმი კომპეტენციის ფარგლებში).
    რეცეპტურული მედიკამენტებიმომსახურების მიმწოდებლს შეუძლია თავის დანიშნული მედიკამენტების მე-2 ჯგუფს მიკუთვნებული რეცეპტურული მედიკამენტების (მაგალითად: ანტიბიოტიკები) გამოწერა ელექტრონული სახით.
    გაითვალისწინეთ, რომ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე სერთიფიცირებულ ექიმს« როგორც ფიზიკურ პირს არ შეუძლია შრომის უუნარობის ფურცლის გაცემა, ასევე, არ შეუძლია პირველ ჯგუფს მიკუთვნებული (ფსიქოტროპული) მედიკამენტების რეცეპტის გაცემა.
    თქვენი პერსონალური მონაცემებიპაციენტის პერსონალური მონაცემების დაცვა ჩვენი ყველაზე დიდი პრიორიტეტია. ჩვენ ვხელმძღვანელობთ საქართველოს კანონით „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ რათა დავიცვათ ინფორმაცია, რომელსაც თქვენ აწვდით ონლაინ კლინიკას. ეს ინფორმაცია მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: თქვენი სახელი და გვარი, მისამართი, ტელეფონი, სადაზღვევო პოლისი, სამედიცინო ინფორმაციის დეტალები, სამედიცინო ისტორია, გადახდების ისტორია, ან სხვა პერსონალური იდენტიფიცირებადი ინფორმაცია (შემდგომში კრებითად - პერსონალური მონაცემები).
    წინამდებარე ხელშეკრულებაზე დათანხმებით თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ პლატფორმაზე/აპლიკაციაზე ასახული პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების) დამუშავება და შენახვა:
  • წარმოებს პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად,
  • თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვაზე თქვენი პროფილის პაროლის დაცვის გზით.
  • პლატფორმა არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენი პროფილის პაროლის თქვენს მიერ მესამე პირზე გადაცემის შემთხვევაში თქვენი პერსონალური მონაცემების დაცულობაზე.
  • ნებისმიერი მესამე პირის პერსონალურ მონაცემები, რომელსაც თქვენ გაუმხელთ, გადასცემთ, გაუხსნით წვდომას, ან ნებისმიერი სახით მიაწოდებთ ონლაინ კლინიკას, თქვენ აცნობიერებთ და გარანტირებულად აცხადებთ, რომ ხართ ზემოთხსენებული მესამე პირის მიერ ავტორიზებული ან მისი ოფიციალური წარმომადგენელი და თქვენ მიღებული გაქვთ ყველა აუცილებელი ნებართვა მესამე პირისგან, რათა მათი პერსონალური მონაცემები გადასცეს ონლაინ კლინიკას შეგროვების ან სხვაგვარად დამუშავების მიზნით.
  • თქვენი პასუხისმგებლობათქვენ იღებთ ვალდებულებას, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რასაც მიაწვდით ონლაინ კლინიკას , მათ შორის, თქვენი საიდენტიფიკაციო და სადაზღვევო ინფორმაცია, არის განახლებული და ზუსტი. ყველა მომსახურება, რაც პლატფორმაზე/აპლიკაციაზე არის ფასიანი, უნდა ანაზღაურდეს თქვენს მიერ, ან სადაზღვევო კომპანიის მიერ, ან ორივე მხარის მონაწილეობით დაუყოვნებლივ, სერვისის მიღებისთანავე.
    თქვენ უნდა იყოთ არანაკლებ 18 წლის, რომ გააფორმოთ წინამდებარე ხელშეკრულება და შექმნათ თქვენი პროფილი ჩვენს პლათფრომაზე. თუ თქვენ ხართ 18 წლამდე, პლატფორმით სარგებლობა შეგიძლიათ მხოლოდ მშობლის ან/და სხვა კანონიერი წარმომადგენლის ზედამხედველობის ქვეშ, რომელიც დაეთანხმება გამოყენების წესებს და პირობებს და მასვე დაეკისრება წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ონლაინ კლინიკის პლატფორმის გამოყენება.
    თუ თქვენ იყენებთ პლატფორმის სერვისებს პატარა ბავშვისთვის ან სხვა პირისთვის, თქვენ გარანტიას იძლევით და აცხადებთ, რომ თქვენ ხართ ბავშვის მშობელი ან/და კანონიერი წარმომადგენელი ან სხვა პირის მიერ ავტორიზებული და ეთანხმებით ამ პირობებს.
    გამოყენებული სერვისების საფასურის გადახდაწინამდებარე ხელშეკრულების თანახმად თქვენ ეთანხმებით და აღიარებთ, რომ ონლაინ კლინიკის საშუალებით გაწეული ნებისმიერი მომსახურების გადახდა თქვენს მიერ ან სხვა გადამხდელის მიერ შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ ონლაინ კლინიკის პლატფორმაზე ონლაინ გადახდის მეთოდის გამოყენებით.